ტრენინგის ბლოგი
Sunday, May 14, 2017
Monday, March 27, 2017
სასწავლო პროექტი
. პროექტის სახელწოდება:
,,პიროვნების, ხალხისა და
ბრბოს ურთიერთმიმართების წარმოჩენის
ლიტერატურული პრეცედენტები“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
კონკრეტულ
ნაწარმოებებზე დაყრდნობით , პიროვნება-ინდივიდის, ხალხისა
და ბრბოს ცნებების
ღრმად გააზრება და მათი ურთიერთმიმართების პრობლემების
გამოკვეთისა და მათი გადაჭის
გზების ძიება.
3. პროექტის აქტუალობა:
21-ე
საუკუნეში, როდესაც ასე ჭრელია საზოგადოება ,
მომძლავრებულია სხვადასხვა ტიპის დანაშაული,
ირღვევა უმცირესობების უფლებები, ინდივიდები ჯვარცმის ობიექტები
ხდებიან, მეტად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ
საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც
ქვეყნის ინტრესების, ტრადიციებისა და ღირებულებების, ასევე თითოეული პიროვნების
მიმართ; იყვნენ კანონმორჩილი, მაგრამ
ტოლერანტი ადამიანები.
4. პროექტის მიზნები:
·
პრობლემურ საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის
შემცველი მხატვრული ტექსტების გააზრება - გაანალიზების, განსხვავებული
შეხედულებების შეპირისპირება-შეჯამებისა
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდბულების გამოხატვის უნარების
განვითარება;
·
პრობლემურ საკითხებზე
საკუთარი თვალსაზრისებისა და არგუმენტების წერილობით
გადმოცემის უნარის განვითარება;
·
ტექნოლოგიური და სხვა სხვა ინტელექტუალური მიღწევების
ეფექტიანად გამოყენების უნარის
განვითარება;
·
ჯგუფური და ინდივიდუალური
მუშაობის უნარების განვთარება;
·
განსხვავებული შეხედულებისა და ორიენტაციის ადამიანების მიღებისა და სამყაროს სხვისი
თვალით დანახვის უნარების
განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი:
15/16 წ.(მე-9 კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს შეუძლიათ:
·
ლიტ. ტექსტების მიმართ საკუთარი
სამოკიდებულების გამოხატვა, გაანალიზება - გააზრება, პერსონაჟების დახასიათება;
·
სხვისი აზრისა და განსხვავებული დამოკიდებულების მოსმენა
და პატივისცემა;
·
სამყაროსთვის, მოვლენებისთვის სხვისი
თვალით შეხედვ ა და
თავისი წილი პასუხისმგებლობის გააზრება;
·
ესეს წერა და სხვისი ნაშრომის
კრიტიკულად შეფასება .
ესე, პრეზენტაცია
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·
მე-9 კლასის მოსწავლის წიგნი;
·
კომპიუტერი;
·
თაბახის ფურცლები;
·
საწერკალამი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
I.
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
მოსწავლეები იყოფიან 4 ხუთ-ხუთკაციან ჯგუფად.
II.
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება
1-ლი ჯგუფი
·
ინტერნეტიდან მოიძიებს პიროვნება-ინდივიდის, ხალხისა
და ბრბოს ამომწურავ განმარტებებს;
·
მოიძიებს ინფორმაციას ყველა ტიპის უმცირესობების
უფლებებისა და მათი შელახვის ფაქტებს
თანამედროვე სინამდვილეში
მე-2 , მე-3 და მე-4
ჯგუფი სამი ნაწარმოებიდან-,,სარჩობელაზედ“,
,,ეშმაკის ქვა“, ,,მარიტა“- ირჩევს ერთ-ერთ
სასურველს და ამუშავებს
თემას შემდეგი შეკითხვების მიხედვით:
·
შესწავლილი 3 მხატვრული
ტექსტიდან ვის მიიჩნევდით პიროვნებად, ხალხად
და ბრბოდ? რატომ?
·
რა განსხვავებაა პიროვნებას, ხალხსა
და ბრბოს შორის?
·
ვინ არის დამნაშავე
და რატომ?
1-ლი ჯგუფი გამოყოფს
ერთ მოსწავლეს , რომელიც
აკეთებს მოძიებული მასალის
პრეზენტირებას. დანარჩენი ჯგუფებიც მსჯელობის
შემდეგ აკეტებენ პრეზენტაციებს თავ-თავიანთ საკითხებზე.
III.
ოთხივე ჯგუფს დავალებად
ეძლევა ესე ,,პიროვნების, ხალხისა
და ბრბოს ურთიერთმიმართება“(მოცემულ ნაწარმოებებზე
დაყრდნობით, რომელსაც ვორდის ფაილის
სახით წარადგენს)
ოთხი თემიდან მხოლოდ ორი ჯგუფის ნაშრომი ფასდება დანარჩენი ჯგუფის
წევრებისგან.
IV. თითოეულმა
ჯგუფმა უნდა აირჩიოს იმ
სუბიექტების ,,ადვოკატობა“, რომელსაც
თვლის, რომ დამნაშავეა . გაერთიანდებიან ის მოსწავლეები , რომლებიც
საერთო ,,დამნაშავეს“ დაასახელებენ და გაიმართება უკვე ორ ჯგუფს შორის დისკუსია-სასამართლო. მათ მოუწევთ,
არგუმენტები მოიყვანონ ,,დამნაშავის“სასარგებლოდ.
IV.
აირჩიეთ ერთ-ერთი თემა:
,,მესამე გზა“
,,თქვენ როგორ დაასრულებდით ნაწარმოებებს?“
თითოეული მოსწავლე
ამ ორიდან სასურველს
ირჩევს და წერს თავისუფალ თემას.
V.
მოსწავლეთა შეფასების სქემა
VI.
|
მიმართულებები
|
ქულქბი
|
1
|
პირობასთან
შესაბამისობა
|
3
|
პირობას სრულად
შეესაბამება
|
2
|
|
პირობას ნაწილობრივ
შეესაბამება
|
1
|
|
პირობას საერთოდ
არ შეესაბამება
|
0
|
|
2
|
ლოგიკური
და კრიტიკული აზროვნება
|
3
|
ავლენს ძლიერ
ლოგიკურ და კრიტიკულ
აზროვნებას
|
2
|
|
ავლენს
ნაკლებად ძლიერ ლოგიკურ
და კრიტიკულ აზროვნებას
|
1
|
|
ვერ ავლენს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას
|
0
|
|
3
|
შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები
|
3
|
ავლენს შემოქმედებით უნარ-ჩვევებს
|
2
|
|
ნაკლებად ავლენს
შემოქმედებით უნარ-ჩვევებს
|
1
|
|
ვერ
ავლენს შემოქმედებით უნარ-ჩვევებს
|
0
|
|
4
|
კომუნიკაციური
და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები
|
1
|
სრულად ავლენს
|
0,5
|
|
ნაწილობრივ ავლენს
|
0,5
|
|
საერთოდ ვერ ავლენს
|
0
|
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო
განათლება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ქეთი ჯალაღონია.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
qjalagonia83@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Qjalagonia83blogstop.com
Tuesday, March 21, 2017
Friday, March 17, 2017
Subscribe to:
Posts (Atom)